შიდა ქართლის რეგიონში, კასპის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თეზი-ოკამის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის ფილტრაციის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. არხი მოპირკეთდება მონოლითური ბეტონით.
მიმდინარე სამუშაოების მიმდინარეობას საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ლევან დვალი გაეცნო.
,,ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, შიდა ქართლის რეგიონის ოთხ სოფელში - ოკამი, იგოეთი, სამთავისი, აღაიანი - დაახლოებით 2000 ჰექტარი მიწის ფართობზე წყლის მიწოდება გაუმჯობესდება”, - განაცხადა ლევან დვალმა.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია ქართლში 6 სხვადასხვა ობიექტზე ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. რეაბილიტაცია უტარდება ტირიფონის, ჭალის არხის, სასირეთის არხის, ჩოჩეთის არხის და თეზი- ოკამის სარწყავ სისტემებს.
მასალის გამოყენების პირობები






