2014 წლის საახალწლო გამოფენა გაყიდვა
კულტურა - 18:05, 28 Nov, 2014     3211

"ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო" ატარებს ყოველწლიურ, ტრადიციულ საახალწლო საახალწლო გამოფენა-გაყიდვას, რომელიც გაიმართება შერატონ მეტეხი პალასში, 29 ნოემბერს, შაბათს დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე.

ღონისძიების მიზანია გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხები მოახმაროს მზრუნველობა მოკლებულ ან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ქალებს, ბავშვებს და მოხუცებს.

2014 წლის საახალწლო გამოფენის მთავარი ბენეფიციარია არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამარიტელთა კავშირის“ პროექტი „მეორე სახლი - ბავშვთა პალიატიური განყოფილება ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში“ რომლის მიზანია- ევროპულ სტანდარტებთან მიახლოვებული ბავშვთა პალიატიური განყოფილების შექმნა,უცხოელი სპეციალისტების მოწვევა და ადგილობრივი ექიმებისა და პერსონალის გადამზადება,ფიზიო და ოკუპაციური თერაპიის კაბინეტების შექმნა და აღჭურვა, ოჯახის კუთხის მოწყობა.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ:ქართველი და უცხოელი ხელოვანები. 23 საელჩო და საკონსულო და სხვა დიპლომატიური მისიები.ავსტრია, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ამერიკის შეერთებული შტატები, ბულგარეთის რესპუბლიკა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, დანიის სამეფო, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო,ესტონეთის რესპუბლიკა, თურქეთის რესპუბლიკა, იაპონია, იტალიის რესპუბლიკა, ლიტვის რესპუბლიკა, ნიდერლანდების სამეფო, პოლონეთის რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა, უკრაინა, შვედეთის სამეფო, შვეიცარიის კონფედერაცია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, , ყაზახეთის რესპუბლიკა

სახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე მოსულ სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ საახალწლო საჩუქრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ქართველ დაუცხოელ ხელოვანთა საავტორო ნამუშევრები, სამკაული, სუვენირი, ტანსაცმელი და აქსესუარი, წიგნები, ყვავილები, დააგემოვნონ ინტერნაციონალური სამზარეულო, სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით ბავშვებს ელოდებათ სანტა კლაუსი, საბავშვო გასართობი ოთახი და უამრავი გასართობი, ასევე მოეწყობა ლატარია „ტომბოლა“ და „რაფალ“.

2014 წლის საახალწლო გამოფენა-გაყიდვა უკვე ტრადიციად არის ქცეული როგორც მონაწილეთათვის ასევე დამთვალიერებლსთვის და ტარდება 1999 წლიდან

IWAG წარმოადგენს არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციას და ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მსოფლიო ქსელის ნაწილს. ასოციაცია ცდილობს გააღრმავოს მისი უცხოელი წევრების მიერ საქართველოს და ქართული კულტურის შეცნობა და გაუადვილოს უცხოელებს მშობლიური ქვეყნებიდან შორს ცხოვრება და მუშაობა. IWAG ახორციელებს საქველმოქმედო პროექტებს და მისი მთავარი მიზანია სოციალურად დაუცველი ქალების, ბავშვების და მოხუცების დახმარება.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

კირსტენ ჯენსენ- თომას პრეზიდენტი 591 91 78 02

გვანცა ჟურული პირველი ვიცე პრეზიდენტი 595 95 37 01

ნანა დვალი, დამფუძნებელი 599 92 18 19

მაია ბაქრაძე ფიარ კოორდინატორი551 23 53 35

IWA Georgia ვებ გვერდი www.iwa.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42