დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დაფინანსების შესახებ
საზოგადოება - 12:30, 28 Nov, 2014     1835

პროგრამის მიზანია, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში სამედიცინო სერვისების შენარჩუნება და მათი უწყვეტობის უზრუნველყოფა, ასევე, დიპლომისშემდგომ განათლებაზე (პროფესიულ მზადებაზე) ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამაითვალისწინებს მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტებისათვის, დეფიციტურ და პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში (გათვალისწინებულია 40 ვაკანსია 8 საექიმო სპეციალობაში: ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია, ზოგადი ქირურგია, მეანობა-გინეკოლოგია, შინაგანი მედიცინა,პედიატრია, გადაუდებელი მედიცინა, ნეონატოლოგია, საოჯახო მედიცინა), საექიმო სპეციალობის მაძიებელთა შერჩევას, მათი პროფესიული მზადების სახელმწიფო დაფინანსებას, სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ - მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში დასაქმების პირობით.

პროექტში მონაწილეობის უფლება აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლებს, რომლებსაც წარმატებით აქვთ ჩაბარებული ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა (მათ შორის, იმ მაძიებლებს, რომლებსაც დაწყებული აქვთ დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში/სასწავლებლებში). შერჩევის პროცესში ჩართული იქნება აღნიშნული კატეგორიის ყველა მსურველი, მიუხედავად მათი საცხოვრებელი ადგილისა.მაძიებელთა მომზადება განხორციელდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე სამედიცინო სასწავლებლების/დაწესებულებების კლინიკურ ბაზებზე. შერჩეულ პირებთან გაფორმდება სტანდარტული ხელშეკრულება.

განაცხადების მიღება: მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ტელ. 272-53-74, 272-53-84.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.rama.moh.gov.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42