პროფკავშირების ინფორმაციით, მელორ ვაჩნაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გაფიცულ რკინიგზელებს ემუქრებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის მოადგილემ გოჩა ალექსანდრიამ განაცხადა.
მისი თქმით, ვაჩნაძემ და გოგიჩაიშვილმა გაფიცულებს უთხრეს, რომ თუ გაფიცვას არ შეწყვეტდნენ, სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებოდნენ.
როგორც ალექსანდრია აცხადებს, პროცესებში აუცილებელია მთავრობის ჩართვა.
„დირექტორები ესაუბრებოდნენ თავის დასაქმებულებს და პროფკავშირს. ესენი ცალკე „საგანმანათლებლო“ მუშაობას ატარებდნენ ცოტა ძველბიჭურად. ჩვენ რომ იქ სიტუაცია არ განგვემუხტა, ეს ადამიანები ალბათ იქ სერიოზულ პრობლემებში გაეხვეოდნენ“, - განაცხადა ალექსანდრიამ.
გაფიცული რკინიგზელების აქციები მესამე დღეა მიმდინარეობს. ისინი მეცამეტე ხელფასს და სახელფასო სისტემის გადახედვას ითხოვენ. რკინიგზის თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ.
მასალის გამოყენების პირობები






