დევით დეფის ახალი წიგნები და სიახLOVE მკითხველთან
საზოგადოება - 17:52, 27 Nov, 2014     2464

„ვინც დღეს მოსვლა ვერ მოახერხეთ გულით გელით შაბათს,“ – ამბობს დავით დეფი და ჩვეულ ხელწერასაც არ ღალატობს - „სიახLOVE“.

არადა თაყვანისმცემლები დღესაც უხვად შემოიკრიბა. პოეტმა-რომანისტმა მკითხველს ერთდროულად ორი წიგნი წარუდგინა. ახალი რომანი „დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“ და ახალი პოეზია „თქვენს შორის ღმერთია“.

წიგნების განმეორებითი წარდგინება და გაყიდვა შაბათს 29 ნოემებრს 2 საათზე ექსპო-ჯორჯია მეთერთმეტე პავილიონში გაიმართება.

რომანი გამოსცა გამომცემლობამ "შემეცნება". „აუცილებლად მობრძანდით, შეიძინეთ და წაიკითხეთ ეს რომანი. თქვენ ბრწყინვალე ქართველი პოეტისა და რომანისტის ბრწყინვალე ნაწარმოები გელით. უახლესი სიტყვა." - ამგვარია გამომცემლობის მოწოდება, რომელსაც ქვემოთ შემდეგი ტექსტიც ერთვის.


გამომცემლობა "შემეცნება - სერია ცა" : "ეს დეფის მეშვიდე რომანია. წელს უკვე გამოიცა დავით დეფის რიგით მეექვსე რომანი "სამყაროს ყველა საიდუმლო' (გამომცემლობა "სიესტა") და ახლა კიდევ ერთ ახალ ტექსტს გთავაზობოთ. პოეტის მეშვიდე რომანს "დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება".


"ალექსანდრე დევდარიანი სახელგანთქმული პიანისტია. ამბავს ის გვიყვება. ესაა წიგნი მუსიკაზე და ხმაურზე. აქ პროტაგონისტი სწორედ მუსიკაა და ხმაური მისი ანტაგონისტი. რომელიც ვერ იტანს ჰარმონიას. მუსიკას. სიგიჟისა და გაუცხოების, ხმაურისა და მძვინვარების, შექსპირისეული და ფოლკნერისეული და ასევე მითოლოგიური სიმბოლოები, ამ რომანთან ძალიან ახლო კავშირშია.

ალექსანდრე დევდარიანის მონათხრობის გარდა, რომანში აბსოლუტურად ნოვატორული იდეაა გამოყენებული, ესაა ავტორისეული ნარატივი, რომელიც ტექსტის თავებშორის სივრცეებში ჩნდება. მაგალითად ასეთი სათაურით: „პირველ თავამდე“ ან „პირველსა და მეორე თავს შორის“ ან „მეორე და მესამე თავს შორის“ და ა.შ.

ასეთი თხრობისას ჩვენ რომანის მთლიან სურათს უჩვეულო ტემპით აღვიქვამთ, რადგან ალექსანდრე დევდარიანი ოცდამეერთე საუკუნის სრულიად რეალისტურ, პირველ თორმეტწლეულზე ყვება. განსაკუთრებით კი ბოლო სამ წელიწადზე, 2010-დან 2013-ის დადგომამდე. ხოლო თავებსშორის ჩასმული ავტორისეული ნარატივი, მისი კომაში ყოფნის სამ დღეზე გვიამბობს. დიახ პროტაგონისტი კომაშია. ის კომიდან მეოთხე დღეს გამოდის და ამბავს „იქიდან“ ყვება.

მანამდე კი ერთი გარემოება მას მთლიანად ახვევს თავბრუს. ის უცნობი პიროვნებისგან უცნაურ ბარათს ღებულობს. ბარათზე კი მხოლოდ ერთად-ერთი წინადადება წერია - დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოება“.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42