სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ბოდიშს იხდის
საზოგადოება - 17:14, 27 Nov, 2014     22337

„ნანუკას შოუს“ გადაცემასთან დაკავშირებით სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ შემდეგ განცხადებას აქვეყნებს. შეგახსენებთ რომ „ნანუკას შოუში“ „ნიჭიერის“ კონკურსანტის გევორქ პეტროსიანის სტუმრობას და იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებულ ტელეწამყვანისა და სტუმრის განცხადებებს ბევრის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა.


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის განცხადება


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ბოდიშს იხდის, თუ მის ეთერში გუშინ გასულ ტელეგადაცემა „ნანუკას შოუში“ უნებურად მოხდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური თემის წევრთა გრძნობების შებღალვა ან მათი უფლებებისა და თავისუფლებების რაიმე სახით შეზღუდვა. „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკა სრულად ეფუძნება რელიგიურ მრავალფეროვნებას და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების პატივისცემას.

ტელეგადაცემა „ნანუკას შოუ“ გარე სტუდიის მიერ წარმოებული ტელეპროდუქტია, ჩვენი ტელეკომპანია არ იღებს მონაწილეობას მის შექმნაში და შესაბამისად, მოკლებულია კონტენტის რეგულირების მექანიზმებს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენს ეთერში გასული ნებისმიერი გადაცემის შესაბამისობა ჟურნალისტურ სტანდარტებთან „რუსთავი-2-ის“ ეთიკის საბჭოს განსჯადია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მოგვმართოს და მისი განცხადება დროულად და ეფექტიანად იქნება განხილული.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ასევე მიესალმება გადაცემის წამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის პოზიციას, რომელმაც თავის განცხადებაში დაადასტურა რელიგიური მრავალფეროვნების და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებისადმი პატივისცემა და საჯაროდ მოიხადა ბოდიში მის გადაცემაში გარკვეული გადაცდომისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42