,,ნიუპოსტი“ კომენტარისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის დირექტორს დაუკავშირდა, თემურ ხარაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგეგმება მესტიის ავტოპარკის განახლება და მათ მაღალი გამავლობის 2 ავტომობილი გადაეცემათ. სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ავტომანქანები რუსული წარმოების მოძველებული ტრანსპორტია და მათ ჩანაცვლება თანამედროვე სასწრაფო დახმარების მანქანებით მოხდება.
,,მესტიაში 25 ნოემბერს ღამით დაახლოებით 23:30 საათზე სასწრაფო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, სვანეთის რეგიონში საკმაოდ მოძველებული ავტოპარკი იყო, რომელიც 2005 წელს შეიქმნა და რუსული წარმოების ავტომანქანებისგან შედგებოდა. ეს მანქანები თავის დროზე შპს „03 მესტიის“ მფლობელობაში იყო შემდეგ კი გადაეცა ჩვენს კომპანიას, ავტოტრანსპორტი იმდენად ძველი იყო, რომ პრაქტიკულად მათი შეკეთება ვერც ხერხდებოდა.
ამ დღეებში იგეგმება მესტიის ავტოპარკის განახლება, საქართველოს რეგიონებში სასწრაფოს ავტოპარკების განახლების პირველი ეტაპი 24 ოქტომბრიდან დაიწყო და 24 მანქანა გავიდა რეგიონებში. მეორე ეტაპზე კი დასავლეთ საქართველოს რეგიონებს კი 38 ახალი ავტომანქანა გადაეცა.
მესტიის ავტოპარკისთვის გათვალისწინებულია მაღალი გამავლობის 2 ავტომობილი. ერთი ავტომობილი გადაცემა ამ კვირაში მოხდება ,ხოლო წლის ბოლომდე საქართველოს ყველა რეგიონის სასწრაფო დახმარების ავტოპარკი განახლდება. რეგიონებში არსებულ ავტოპარკში 2005 წელს შემოყვანილი რუსული წარმოების „უაზები“ იყო, რომლებიც ძალიან ამორტიზირებულები არიან და მათი ჩანაცვლება თანამედროვე სასწრაფო დახმარების მანქანებით წლის 2014 წლის ბოლომდე განხორციელდება“, - აცხადებს თემურ ხარაშვილი ,,ნიუპოსტთან“.
მისივე განმარტებით, საქართველოს რეგიონებს სულ 205 ავტომობილი ემსახურება , ,,ამას დამატებული 13 მანქანა, რომელიც ბათუმს ემსახურება“.

მასალის გამოყენების პირობები






