გურიის გუბერნატორი , გიორგი ჩხაიძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად დღეს ნატანებში ციტრუსის გადამუშავების პროცესს დაესწრო. ქარხანა, უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი, რომელიც ევრო სტანდარტებს აკმაყოფილებს. მუშაობს ესპანურიწარმოების რეცხვისა და პარაფინირების ხაზი.მოქმედებაშია სამაცივრე აგრეგატები, რომელთა საშუალებით, გარდა ციტრუსისა, სხვადახვა ხილის საჭირო ტემპერატურაზე შენახვაა შესაძლებელი. ციტრუსს საექსპორტო დრუსეთის, უკრაინისა და შუააზიის ბაზრებისთვის ამზადებენ.
„ჩვენი რეგიონისთვის ციტრუსი მნიშვნელოვანი, ამავდროულად პრობლემური პროდუქტი იყო. წლების განმავლობაში მანდარინის გასაღება სისტემურ ხასიათის არ ატარებდა. პროცესი ნელ-ნელა ლაგდება. უკვე წელს ციტრუსის გასაღებისა და რეალიზაციის კუთხით, ჩვენს რეგიონს პრობლემა არ შეექმნება. ამის ნათელი მაგალითი, აღნიშნული „ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაა “, რომელიც ჯამში 5000 ტონამდე ციტრუსს მიიღებს“-აღნიშნა მხარის გუბერნატორმა.
„ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიის “მშენებლობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს, აგროპროექტების ფარგლებში, გასულ წელს განხორციელდა.
მასალის გამოყენების პირობები






