„მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვაც რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით“? - ამბობს გევორქ პეტროსიანი და იმ ისტორიას იხსენებს, რომელმაც ის მართლმადიდებელი ქრიასტიანი გახადა.
არადა ძალიან მალე იეჰოვას მოწმეთა ხუცესი უნდა გამხდარიყო. ამ მიზნამდე იყო 10 წლიანი მსახურება და იეჰოვას გამო სიმღერისთვის თავის დანებება...
გევორქ პეტროსიანი: „ 24 წლისამ იეჰოვას მოწმეები გავიცანი. სახლიდან წამოვედი და სექტაში ჩავიკეტე. უკვე არ შემეძლო არანაირი სიმღერა და იყო მხოლოდ კარდაკარ ქადაგება. რადგან იეჰოვა კარიერას კრძალავს.
ასევე მეკრძალებოდა დაბადების დღის აღნიშვნა, რადგან ვალდებულები ვიყავით ხოტბა შეგვესხა ცოცხალი ღმერთისთვის იეჰოვასთვის. დაბადების დღის დროს კი ხოტბის ადრესატი არა იეჰოვა არამედ ის არის ვისაც დაბადების დღე აქვს. ეს არ შეიძლება. არ შეიძლება ახალი წლის აღნიშვნა. ჰიმნის სიმღერა. რადგან იქ არის ნათქვამი - „ ჩემი ხატია სამშობლო“.
ერთხელაც საშუალება მომეცა ორიგინალში წამეკითხა წმინდა მამების წერილები. და როცა ვკითხულობდი მამა სერაფიმე საროველის, ნეტარი ავგუსტინეს ისტორიასა და მათ ცხოვრებას მივხვდი რომ ღმერთი არის სამება. კი არ მივხვდი, მე თვითონ გამოვიკვლიე.
ვერავის, ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან ვიოცოდი ეს ყველაფერი რითი დასრულდებოდა. ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად გადავდე ამის აღიარების დრო, ის რისიც მეშინოდა, მაინც მოხდა. ტვირთად მედო იეჰოველთა დოქტრინები. მე კი ვიღუპებოდი, მაგრამ სხვაც რატომ უნდა დამეღუპა ამ ცრუ ქადაგებით? ამიტომ კარდაკარ აღარ დავდიოდი, ღმერთი ზემოდან იყურება და გადამარჩენს -მეთქი.
ბოლოს ცოლს ვუთხარი. სამი წელია მართლმადიდებელი ვარ გულით და სულით. ამიტომ მივდივარ ორგანიზაციიდან. რადგან მე არ მჯერა და არ ვეთანხმები თქვენს დოქტრინებს-მეთქი.
მეუღლემ მითხრა - თუ ახლა არ შეჩერდები, არ წახვალ უხუცესებთან და არ მოინანიებ, მე შენგან წავალო.
წავიდა და შვილიც წაიყვანა.
უხუცესებს ვუთხარი 18 წლამდე არ შეეხოთ ბავშვს-მეთქი. მათი დოქტრინის თანახმად თუ ერთი მშობელი განსხვავებული რელიგიისა, სანამ 18 წლის არ გახდება უფლება არა აქვთ რამე დააძალონ“...

მასალის გამოყენების პირობები






