უფროსის ზეწოლა გაფიცულ რკინიგზელებზე და ლიანდაგიდან გადავარდნილი ვაგონები
საზოგადოება - 11:03, 27 Nov, 2014     2608

როგორც პროფკავშირები მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გუშინ ღამით სამი სარკინიგზო შემთხვევა მოხდა.

"რკინიგზის ადმინისტრაციის უპასუხისმგებლო საქციელს უკვე მოჰყვა ძალზედ ცუდი შედეგები. სადგურ სუფსაში მატარებელმა გაიარა წითელი შუქნიშანი და გაჭრა სალიანდაგო ისარი. ამ მომენტისთვის ჯერ ვერ დადგინდა რეალურად ელმავალს მემანქანე მართავდა თუ ვინმე სხვა პირი.

სადგურ ლილოში ლიანდაგიდან გადავიდა და ჩავარდა ორი ვაგონი.

იგოეთი-ჯაპანას გადასარბენზე, მე-9 კილომეტრის 1 პიკეტში შემთხვევით აღმოჩენილია კოროზირებული გატეხილი რელსი, რასაც უდიდესი კატასტროფა შეიძლება მოჰყოლოდა.

ამ წუთებში სადგურ ხაშურში შეკრებილ გაფიცულ რკინიგზელებზე სამსახურის უფროსი ზაზა ჭყოიძე უცხო თანმხლებ პირებთან ერთად ზეწოლას ახორციელებს. რკინიგზელები მას პროვოკაციაში ადანაშაულებენ და პოლიციას სთხოვენ დაიცვან მათი, როგორც გაფიცული მუშების უფლებები. ხაშურში ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც, რაც ადმინისტრაციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა", -აცხადებენ პროფკავშირებში.

მათი ინფორმაციით, გაფიცვა გრძელდება ბათუმში, ხაშურში, სამტრედიაში, ზესტაფონში, თბილისსა და გურჯაანში.

"დღეს დილიდან თბილისის სალოკომოტივო დეპო სრულიად პარალიზებულია. გაფიცულ მემანქანეებს ტეო-1 და ტეო-2-ის ზეინკლებიც შეუერთდნენ. ზესტაფონში გაფიცულ რკინიგზელებს მოსახლეობაც შეუერთდა და სოლიდარობას უცხადებენ. დილიდან რკინიგზელები მთელი საქართველოს მასშტაბით იკრიბებიან და მორიგი საპროტესტო ტალღას ამზადებენ. რკინიგზელებს დღეს სოლიდარობას გამოუცხადებენ ბათუმისა და თბილისის სტუდენტური მოძრაობები. აგრეთვე დღეს გაიმართება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წევრი ორგანიზაციების სოლიდარობის აქცია", - ნათქვამია რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42