„ნიჭიერის“ სექსუალური მონაწილე ია უძილაური სოციალურ ქსელში იდეალური სხეულის საიდუმლოს ამხელს. ფიტნესმოდელის თქმით მკაცრი დიეტისა და დიდი დატვირთვით ვარჯიშის გარეშეც შესაძლებელია გვქონდეს ლამაზი სხეული.
ია უძილაური, ფიტნესმოდელი: ყველაზე მარტივი მაგრამ ეფექტური ტოპ 5 რჩევა ჩემგან
1. არავითარი შიმშილი!
ეცადეთ დღეში მინიმუმ 4 ჯერ ჭამოთ. მაგრამ გაითვალისწინეთ რომ კვებებს შორის (დროის შუალედში) ნებისმიერი ლუკმაც საჭმელია.
2. საუზმე აუცილებელია!
დღის პირველ მონაკვეთში კარგად იკვებეთ და მიიღეთ მეტი კალორია ვიდრე დღის მეორე ნახევარში, და არა პირიქით.
3. საჭმელთან ერთად მოერიდეთ ბევრი სითხის მიღებას. განსაკუთრებით კი ტკბილი და გაზიანი სასმელების "მიყოლებას". ( არ დაგავიწყდეთ რომ დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოთ)
4. მ ა ი ო ნ ე ზ ი არის ყველაზე დიდი მტერი თქვენი მუცლის !
ყველაფერი რაშიც ურევია უბრალოდ დაივიწყეთ (თუ რამეს შეუკვეთავთ გააფრთხილეთ რომ არ გაუკეთონ მაიონეზიან მზა საჭმელზე კი უარი თქვით.
თვენი ცხოვრების სტილი საკვები და სხვ. სულ რომ არაფრით შეცვალოთ და მხოლოდ მაიონეზი ამოიღოთ კვების რაციონიდან რამდენიმე თვეში მინიმუმ 5 სანტიმეტრით ნაკლები გექნებათ წელის გარშემოწერილობა მერწმუნეთ
5. შეამცირეთ რძის პროდუქტები. იგულისხმება ყველაფერი რაც რძისგან მზადება ) ყველი, კარაქი, ხაჭო, ნაყინი, ნამხცხვრები, კრემები და ა.შ.
მასალის გამოყენების პირობები






