,,რას ნიშნავს კომპლექსების გარეშე? ეს არაფერ შუაშია თავისუფლებასთან“ - ნუცა კუხიანიძე
საზოგადოება - 15:50, 26 Nov, 2014     2616

ნუცა კუხიანიძე: დილა ჩემთვის საკმაოდ გვიან იწყება, იმიტომ რომ დილით ვიძინებ ფაქტობრივად. ღამით, როდესაც ყველას სძინავს ჩემთვის ვპოულობ თავისუფალ დროს და მაშინ მინდება ხატვა, კითხვა, წერა, რაღაცების ყურება.

დედაჩემი სულ მეუბნება დილით რომ გაიღვიძებ , მზისკენ აიხედე და ხელები ასწიე, რომ მზის ენერგია მიიღოო. ეს მართლა ასეა. უბრალოდ მე ისე გვიან ვიღვიძებ რომ ეს აღარ მახსოვს საერთოდ.

ვწერ, ვფიქრობ ახალ პროექტებზე, ვამუშავებ... ბოლოს გიო მგელაძესთან ერთად გადავიღე ფილმი, ამას ვეძახი ჩემს კინოში დაბრუნებას, ჩემთვის რა თქმა უნდა...

ამ ბოლო დროს განსაკუთრებით სახლში ყოფნა მსიამოვნებს ... შვილთან და გუკასთან, საკმაოდ სავსე ცხოვრება მაქვს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა.

ხშირად დიდი ემოციების ხარჯზე ხდება ტრავმები, სიხარულები, სპონტანურობა, მაგრამ ეს ერთად აკეთებს საინტერესო ცხოვრებას. კარდიოგრამასავით არის ადის, ჩამოდის, ადის ჩამოდის... ერთ ხაზზე სიკვდილია თითქოს... ყველა ცდილობს იყოს ბედნიერი, ყველა ისე აკეთებს ამას, როგორც გამოსდის. ვფიქრობ, ბედნიერი ნამდვილად ვარ.

ჩვენთან არის ეს მიდგომა კომპლექსების გარეშე თუ ხარ ეს არის თავისუფლება. მე მგონი ეს ასე არ არის. რას ნიშნავს კომპლექსის გარეშე? ეს არაფერ შუაშია შინაგან თავისუფლებასთან.

თავისუფლების ხარისხი - მგონია ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა.

ძალიან ძნელია, რეალურად შენს თავთან დარჩე მარტო. რადგან არ არსებობს იქ აღმოაჩინო ყველაფერი ის რაც მოგწონს. ამიტომ არის ალბათ ბევრად ადვილი რომ სხვის ცხოვრებაში ჩაერიო. იცხოვრო სხვისი ცხოვრებით, აკრიტიკო...

დაკვირვებული ვარ, ბევრად უფრო კარგად ვარ როდესაც პოზიტივს გამოვცემ. იმიტომ რომ ეს გადამდები არის და გიბრუნდება ყველა ვარიანტში უკან...

90-იანები ჩემი საყვარელი პერიოდია, მიუხედავად იმისა რომ იყო სიბნელე, იყო ჩვენი თანამედროვე ისტორიის ოქროს ხანა. მაშინ რაღაცნაირად მოხდა მართლა თავისუფალი აზროვნების გამოხატულება და თითქოს გარეთ გამოვარდნა.

ძალიან იგრძნობა ეს ჩაკეტილობა. რაც ძალიან მთრგუნავს. კლაოსტროფობულია ძალიან თბილისი ჩემთვის. აზროვნებითაც და შესაძლებლობებითაც, მაგრამ თბილისი ჩემია. ჩემი სამშობლოა საქართველო - „არ გავცვლი სალსა კლდეებსა“... ეს ნამდვილად ასეა.

საქარტველოში გვაქვს წარსულთან განსაკუთრებული დამოკიდებულება. აჩრდილებთან რეალურად. უფრო ვცხოვრობთ წარსულში, ვიდრე მომავალში, არადა წინ ბევრად საინტერესოა, რადგან შუქი წინ არის.


წყარო: 1tv.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42