გურიის რეგიონს ორი ახალი სასწრაფო დახმარების მანქანა გადაეცა
საზოგადოება - 15:20, 26 Nov, 2014     1728
ოზურგეთის შემდეგ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს სამედიცინო წესით აღჭურვილი, მაღალი გამავლობის ავტომობილები, დღეს ქუთაისში გადაეცათ.

სასწრაფო დახმარების მანქანების გადაცემის ცერემონია, ქუთაისის მთავარ მოედანზე გაიმართა. ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგიენკო, ასევე გურიის გუბერნატორი, გიორგი ჩხაიძე და ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, თემურ ჭკუასელი და თემურ ჩხაიძე ესწრებოდნენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების მეორე ეტაპზე, დასავლეთ საქართველოს სასწრაფო დახმარების რაიონულ ცენტრებს 38 ახალი, სამედიცინო წესით აღჭურვილი ავტომობილი გადაეცა.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში 30 მაღალი გამავლობის ,,Volkswagen”-ის მარკის ავტომობილი, ბარის ტიპის რეგიონებში კი საშუალო გამავლობის ”Ford”-ის მარკის 8 ავტომობილი განაწილდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 29 ოქტომბერს დაიწყო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად 2014 წლის ბოლომდე განახლდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42