შ.პ.ს ფრუიტილიას ვაშლი რუსეთის ბაზარზე აღარ გააქვს, ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კომპანიის დამფუძვნებელმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განუცხადა. ბეჟიტაშვილის თქმით, ამის მიზეზი ისაა რომ რუსეთის ბაზარზე ვაშლის ფასი ძალიან დაბალია.
„სეზონის დასაწყისიდან ჩვენმა კომპანიამ, რუსეთში 200 ტონამდე ვაშლი გაიტანა. რუსეთის ბაზარზე ვაშლის ფასი არის ძალიან დაბალი. ჭარბმოსავლიანობა არის მთელს ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად სანქციებისა, რუსეთის ბაზარზე მაინც შედის ევროპული საქონელი. მაგალითისთვის გეტყვით, პოლონეთში საექსპორტოდ გამზადებული ვაშლის ღირებულება არის 20 დან 25 ცენტამდე, იგივე ხარისხის ვაშლის ღირებულება კი გორის რაიონში არის 80 თეთრიდან 1 ლარამდე. ამას ემატება შეფუთვის, ექსპორტის და გადაზიდვის ხარჯები. შესაბამისად ჩვენი ვაშლი არ არის კონკურენტუნარიანი.
ჩვენ ვიმუშავეთ ძირითადად სპეც ხარისხებზე, ისეთ ხარისხებზე რომელიც არ არის ევროპის ქვეყნებში. აქედან გომომდინარე როგორც კი ამოიწურა სპეც სახეობის ვაშლი, ჩვენ იძულებულები ვიყავით გავჩერებულიყავით“, - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
„ფრუიტილიამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რამდენჯერმე სთხოვა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საექსპორტო ვაშლზე სუბსიდია დაეწესებინა, თუმცა თხოვნა უყურადღებოდ დარჩა.
„მაშინ, როდესაც კახეთში ერთ ლარიან ყურძენში მოსახლეობას აქვს სუბსიდია, რაც არის შესანიშნავი ფაქტი, დასავლეთ საქართველოშიც არის სუბსიდია. ქართლის მოსახლეობას, სადაც ძირითადად მოსახლეობის შემოსავალი არის ხილი, ამ შემთხვევაში არანაირი სარგებელი არ გააჩნია. ხილის ექსპორტის ნაწილი, აზერბაიჯანის მიმართულებითაც მიდიოდა. ე.წ კეხურას ჯიშის ვაშლი, მაგრამ დღეის მდგომარეობით ქართული ვაშლის აზერბაიჯანის მიმართულებით ექსპორტის 800 დოლარი არის განბაჟების, 1 ტონაზე გადასახდელი. ამასთან მიმართებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ხელისუფლებამ უნდა იმუშაონ, რათა ქართული ვაშლის აზერბაიჯანში შესვლა არ მოხდეს ასეთი კაბალური პირობებით““, -აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






