სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული ციხეებში არსებულ სისასტიკეზე საუბრობს.
იგი "რუსთავი 2"-თან საუბრისას ციხეში არსებულ გაუსაძლის მდგომარეობასა და პატიმართა წამების ხშირ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებაა.
მისი თქმით, დაწესებულებაში არ არსებობს ელემენტარული სანიტარული პირობები, შენობა ამორტიზებულია, პატიმრებს კი სასტიკად სცემენ.
პატიმარი კონკრეტული პირის სახელსა და გვარს ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ციხის თანამშრომელია და პატიმრებს სასტიკად სცემს.
„აქ არის საშინელი პირობები, არანაირი ჰიგიენური საშუალება, არანაირი აბანო, ციხე დანგრეულია. ცემენ, კლავენ ხალხს. კარცერებში ალპობენ ხალხს. მიმიყვანეს იმ ზომამდე, რომ თითი მოვიჭერი. არც შემიხვიეს, არც არაფერი, თითი გადამაგდებინეს. ეხლა თქვენ რომ გესაუბრებით, ამას შემდეგ რა მოყვება არ ვიცით, მაგრამ გავბედეთ და ვრეკავთ“, - აცხადებს "რუსთავი 2"-თან საუბრისას პატიმარი და არსებული ვითარებით დაინტერესებას მედიას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






