კახი კახიშვილის განცხადება ციხეში წამების ფაქტებთან დაკავშირებით
საზოგადოება - 14:03, 25 Nov, 2014     1924

კახი კახიშვილი რამდენიმე დღის წინ გახმაურებულ ციხის კადრებსა და განვითარებულ მოვლენებზე აკეთებს კომენტარს. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე განმარტავს რომ ის ხელს არ აფარებს წამების ფაქტებს და ამასთან დაკავშირებით „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

კახი კახიშვილი: „სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ზოგიერთები ცდილობენ საზოგადოების აზრის ფორმირებას იმ კუთხით, თითქოს და მე ან სამინისტროს რომელიმე ხელმძღვანელი ხელს აფარებს ე.წ. წამების ფაქტებს.


აღნიშნულთან დაკავშირებით, განვმარტავ, რომ იმის შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა სახალხო დამცველის განცხადება, გლდანის მე-8 დაწესებულებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ჩვენს მიერ კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გაკეთდა ყველაფერი, რათა დადგენილიყო სიმართლე.


1. დაუყოვნებლივ მიეცა მითითება სამინისტროს გენერალურ ინსპექციას სამსახურებრივი შემოწმების დაწყების შესახებ.


2. საგამოძიებო დეპარტამენტს მიეცა დავალება, ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაეკითხათ, როგორც პატიმრები, ასევე თანამშრომლები.


3. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებას არ დარჩენოდა კითხვები, უწყებაში ჩაკეტილ გამოძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურასთან კონსულტაციის შედეგად, აღნიშნული საქმე გამოითხოვა და გამოძიებას დაასრულებს საქართველოს პროკურატურა.


4. გაჩენილმა კითხვამ, გამოძიების მიმდინარეობისას რატომ არ იქნენ გადაყენებულნი შესაბამისი მუშაკები, განვმარტავ, რომ აღნიშნულ პროცედურას არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და თანამშრობლების უფლებამოსილების შეჩერების საკითხს წყვეტს სასამართლო. (სხვათა შორის, მახსოვს, ერთი ყოფილი თანამდებობის პირის მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებამ უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, ზოგიერთ უფლებადამცველს გაუჩინა კითხვები და საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი მიმართეს, რათა დაედგინათ, რამდენად უფლებამოსილი იყო სასამართლო აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად).


ამრიგად, მინდა აღვნიშნო, კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა ამ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. იმედია, გამოძიება დაადგენს სიმართლეს.


იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა, რომ რომელიმე თანამშრომელმა თავს უფლება მისცა და აწამა პატიმარი, მერწმუნეთ, რომ ამას არავინ დამალავს, საკუთარი ძმაც რომ იყოს.


აქვე, ვადასტურებ, რომ ამ სისტემაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, დაწყებული პატიმართა და თანამშრომელთა უფლებებით, დასრულებული მენეჯმენტითა და ინფრასტრუქტურით.


ზუსტად ამის აღმოსაფხვრელად არის მომზადებული 38 კანონში ცვლილებათა პაკეტი, რომელიც 28 ნოემბერს წარედგინება საქართველოს მთავრობას და სამთავრობო განხილვის შემდეგ გადაეცემა საქართველოს პარლამენტს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42