მათი სიყვარულის ისტორია სოციალური ქსელიდან დაიწყო. თათა ამერიკაში ცხოვრობდა, ოთო თბილისში. მერე, თათა სამშობლოში დროებით დაბრუნდა და ზუსტად აქედან დაიწყო ყველაფერი.
„ფეისბუქში“ მეგობრობა მალე სიყვარულში გადაიზარდა და 25 წლის მომღერალი ოთო ნემსაძე 23 წლის თათა კუპრავაზე დაოჯახდა. ჯვარი ზაფხულში ანჩისხატში დაიწერეს და ორიგინალური ქორწილი ბეთანიაში, ღია ცის ქვეშ აღნიშნეს.
ოთო ნემსაძე: ამდენი ხანი ვმეგობრობდით და მინდოდა, რომ მენახა. არასდროს მიფიქრია, რომ ოდესმე მაინც გავიცნობდით ერთმანეთს. ვერ ვიფიქრებდი რომ ერთად ვიქნებოდით, რადგან ის ძალიან შორს იყო... სხვადასხვა გეგმები გვქონდა და ა.შ. თათამ თავიდანვე იმით მომხიბლა, რომ გაცილებით სხვანაირად აზროვნებდა, ვიდრე აქამდე ვიცნობდი და ვიცნობ. გაცილებით ჭკვიანია, ლამაზია და „ქარქლია“, იცით რა არის ქარქლი? აი ეს არის, თათა. ასე ცხოვრებაში პირველად შემიყვარდა.
თათა: მე ვიტყვი რომ თავიდანვე მომწონდა. თავიდანვე მომეწონა მისი სიმღერა, ძალიან მამაკაცურია. მეცინება ხოლმე, როცა ამბობენ, ჩვენ „ფეისბუქზე“ გავიცანით ერთმანეთიო, მაგრამ ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. იუმორის გრძნობა აქვს ისეთი, რომ არ მოგაწყენს. ბიჭისთვის მთავარი ეგ არის. კაცი მაიმუნზე ოდნავ ლამაზი უნდა იყოს და იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს.
წყარო:primetimenews
მასალის გამოყენების პირობები






