„ჩემი კაბის სიგრძე მუხლს უნდა ფარავდეს“ - რა შეზღუდვები აქვს თბილისის მერის ცოლს?
საზოგადოება - 15:32, 24 Nov, 2014     6235

დავით ნარმანიას მეუღლემ თინა თინიკაშვილმა იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომელიც საკუთარ თავს მას შემდეგ დაუწესა რაც მერის ცოლი გახდა.

თინი თინიკაშვილი: ადრე თუ მაკიაჟის გარეშე გარეთ გასვლის უფლება მიმიცია თავისთვის, ახლა ამის უფლებას ვეღარ ვაძლევ. ფორმაში უნდა ვიყო. არის ეტიკეტის დაცვის აუცილებლობაც. მაგალითად, თუ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ჩემი კაბის სიგრძე მუხლს უნდა ფარავდეს, გამჭვირვალე კოლგოტი უნდა მეცვას... ზედმეტი სალაპარაკო რომ არ ჰქონდეთ, მეც ვცდილობ ეტიკეტი დავიცვა.

ჩემს გარდერობში კაბები და პიჯაკები მომრავლდა.


– ბატონ დავითს ხომ არ ეხუმრებით, შენმა თანამდებობამ ჩემი კაბის სიგრძე დააგრძელაო?


– ჯერ არ მიწუწუნია. ცოტა რომ მომბეზერდება, შეიძლება დავიწყო.


– პოლიტიკოსის ცოლობას რა მინუსი აქვს?


– უნდა აკონტროლო გარეგნობა, ჩაცმა, ყურადღების ცენტრში ყოფნა გიწევს. მოწესრიგებული უნდა იყო. უნდა დაფიქრდე და მერე უნდა თქვა სათქმელი. ნერვიულობაც მიწევს, როცა დათოზე დაწერილ ნეგატიურ რაიმეს ვკითხულობ. ზოგს მოსწონს, ზოგს – არა, ზოგი განსაკუთრებულად მძაფრად გამოხატავს სათქმელს. ამ ყველაფერს თავისუბურად განვიცდი. თუმცა ნელ-ნელა შევეგუე, მაგრამ მაინც...


წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42