მორიგი დაპირისპირება სამეფო ოჯახში
საზოგადოება - 13:29, 24 Nov, 2014     5901

ქალაქის მერმა „მისი სამეფო უმაღლესობა ბატონიშვილი ანასთვისაც“ მოიცალა და ოფიციალური შეხვედრა რამდენიმე დღის წინ შედგა. საქმიანი შეხვედრის ინიციატორი „დედათა კომიტეტი“ და „სამეფო ოჯახი“ იყო.

ყოველ შემთხვევაში ასეთი ფორმულირებით გავრცელდა ინფორმაცია თავდაპირველად. შეხვედრის დეტალებმა თავიდანვე გააჩინა კითხვები, რადგან ანა ბაგრატიონმა „დედათა კომიტეტის“ ხელმძღვანელის, ქეთევან ადამიას სურვილით მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა ითხოვა, თანაც „გენიალური პროექტისთვის“.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ქეთევან ადამიამ „დედათა კომიტეტის“ თაოსნობით „აფხაზური ოდა“ ტაბახმელაში, ორი ჰექტარი მიწის ნაკვეთზე უნდა ააგოს, სადაც ასევე დაგეგმილია ტაძრის, სასტუმრო-მუზეუმისა და დედათა-მონასტრის აგება. ეს ყველაფერი კი აფხაზ ხალხთან ნდობის აღდგენის სახელით კეთდება.


ქეთევან ადამიას განცხადებით, თბილისის მერია იმსჯელებს ამ საკითხზე და ისინი პასუხს დაელოდებიან. დავით ნარმანიას პასუხს კი თავად სამეფო ოჯახის პასუხმა დაასწრო.

ეგრეთწოდებული სამეფო სახლის მეთაურმა, უფლისწულმა დავით ბაგრატიონ-მუხრანბატონმა განცხადება გაავრცელა და ანა გაბრატიონი სამეფო სახლის სახელის გამოყენებაში დაადანაშაულა: „გავეცანი ინფორმაციას ანა ბაგრატიონის ქ. თბილისის მერთან შეხვედრის თაობაზე. ვაცხადებ, რომ არანაირი კავშირი აღარ მაქვს ანა ბაგრატიონთან და მის ახალ პროექტებთან, ასევე იმ ასოციაციასთან, რომელსაც ის წარმოადგენს. მსურს, ყველას განვუმარტო, რომ ბაგრატიონ-მუხრანელთა სამეფო სახლსა და პირადად მე, არ გვითხოვია რაიმე მიწა სახლისა თუ სხვა რეზიდენციის ასაგებად ჩემი ვაჟის – გიორგისთვის, ვინაიდან ის მას არ საჭიროებს. ასევე, მინდა ვთხოვო ყველას, ვინც გეგმავს სარგებლის მიღებას ჩემი ვაჟის სახელის გამოყენებით, უარი თქვან გეგმებზე და სხვა საქმე მოძებნონ“.

წყარო გაზეთი "პრაიმტაიმი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42