"იმედის კვირაში" გასული სიუჟეტის შემდეგ 29 წლის მარიამ მეკოკიშვილის მკურნალობა სრულად დაფინანსდება.
მარიამის დაავადების მიზეზი გლანდების ოპერაცია გახდა, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მარიამი ანორექსიით დაავადდა.
მისი პრობლემა ქართველმა ექიმებმა მაშინ ვერ შენიშნეს, რამაც 14 წლის წინ მოცეკვავე გოგონას ჯანმრთელობა დააზიანა.
როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, 29 წლის მარიამი 22 კილოგრამს იწონის, თუმცა იმედს არ კარგავს და ბრძოლისთვის მზადაა. ამბობს, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ცეკვას დაუბრუნდება. მარიამი გათხოვებასა და ორი შვილის გაჩენასაც აპირებს.
მას ძვირადღირებული მკურნალობა უცხოეთის კლინიკაში ესაჭიროება, რის შემდეგაც მისი გადარჩენა და რეაბილიტირება შესაძლებელი გახდება.
ადამიანმა, რომელმაც "იმედის კვირის" ეთერში დარეკა და მარიამის დახმარების სურვილი გამოთქვა ვინაობას არ ასახელებს.
წყარო "პრაიმ-ტაიმი"
მასალის გამოყენების პირობები






