თიბისი ბანკი წარმოგიდგენთ „ფული და სურვილების“ ახალ სეზონს - ახალ წამყვან ნათია ზედგინიძესთან ერთად
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:18, 24 Nov, 2014     2986

თიბისი ბანკი აგრძელებს გასული სეზონის წარმატებულ პროექტს „ფინანსური რჩევები“ ამჯერად უკვე ახალ წამყვანთან, ნათია ზედგინიძესთან ერთად. პროექტი, ტრადიციულად, წარმოგიდგენთპირადი ფინანსების მართვის საკითხებზე მოკლე, საგანმანათლებლო ვიდეოებს youtube-სა და facebook-ზე და ასევე სატელევიზიო შოუს „ფული და სურვილები“.

გადაცემა ახალ წამყვანთან ერთად 30 ნოემბერიდან განახლდება და მაყურებელს მისი ნახვა შეეძლება ყოველ კვირას, 20:00 საათზე, ტელეკომპანია „მასტროს“ ეთერში. ხოლო youtube-სა და facebook-ზე ნათია ზედგინიძის ვიდეოების ნახვა უკვე შესაძლებელია. გადაცემასა და ინტერნეტ ვიდეოებში ნათია ზედგინიძე პირადი ფინანსების მართვის ისეთ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა ფულის ყაირათიანად ხარჯვა, სესხების სწორად მართვა, დაზოგვა და ა.შ.

თიბისი ბანკმა პროექტი „ფინანსური რჩევები“ წლის დასაწყისში სალომე შელიასთან ერთად დაიწყო. პროექტის პირველმა სეზონმა მაყურებელთა შორის დიდი პოპულარობა და ამასთან, საერთაშორისოაღიარებაც მოიპოვა. კერძოდ, ბრიტანული კომანიის BOC ორგანიზებით გამართულ ბიზნეს დაჯილდოებაზე Business brilliance Awards 2014 გადაცემის შემოქმედებითი ჯგუფი ამ ინოვაციური პროექტისშექმნისათვის დაჯილდოვდა.

პროექტის ახალი ავტორი და წამყვანი - ნათია ზედგინიძე წარმატებული ბიზნეს კონსულტანტი და გამოცდილი ტრენერია. ჰქონდა წარმატებული საკონსულტაციო პრაქტიკა ტრეინინგებისა დაკონსულტაციების ცენტრში (CTC) კომპანიების შიდა მენეჯმენტის სისტემების გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით. ნათიას მინიჭებული აქვს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის დოქტორის, მაგისტრის და ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ეკონომიკაში. ასევე, ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. აქვსლექტორის მრავალწლიანი კარიერა.

“ჩემი მიზანია ადამიანებს ის ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო, რომელიც დაეხმარებათ ფინანსურად სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში, თუმცა ცხადია, ჩემი რჩევები ვერ იქნება უნივერსალური დაყველასათვის მისაღები, რადგან დამეთანხმებით, თითოეული ადამიანის სიტუაცია განხსვავებულია. ჩემს მისიას შესრულებულად ჩავთვლი, თუკი მაყურებელი ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა დარჩევებზე დაყრდნობით მიიღებს ფინანსურ გადაწყვეტილებებს და იხელმძღვანელებს ამ ცოდნით სხვადასხვა ფინანსური პროდუქტის შერჩევისას თუ სარგებლობისას,” - აცხადებს ნათია ზედგინიძე.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ გადაცემაში, გაუზიაროთ მაყურებელს თქვენი ისტორია და მიიღოთ სასარგებლო რჩევები, დარეკეთ ნომერზე 2 777 000





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42