შსს-ს ჩანერგილი თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელშიც მუშაობს
საზოგადოება - 11:50, 24 Nov, 2014     1191
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, თბილისის მერიის, მთავრობის კანცელარიისა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შემდეგ შსს-ს ჩანერგილი თანამშრომელი საზოგადოებრივ მაუწყებელშიც აღმოაჩინეს.

„ნიუპოსტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) თანამშრომლების, ე.წ. „ოდეერების“ შესახებ, რომლებიც შსს-ს მიერ სხვადასხვა ორგანიზაციებში არიან გამწესებულნი. ფაქტობრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენს ბლოგპოსტებში ვწერდით შსს-ს იმ თანამშრომლების შესახებ, რომლებიც პარალელურად სხვადასხვა დაწესებულებებში მუშაობენ, მათ შორისაა კომუნიკაციების ეროვნული კომისია, თბილისის მერია, მთავრობის კანცელარია და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. ამჯერად წარმოგიდგენთ დადასტურებულ ინფორმაციას საზოგადოებრივ მაუწყებელში გამწესებული „ოდეერის“ ირაკლი ციბაძის შესახებ.

საზოგადოებრივ მაუწყებელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის არსებობის შესახებ სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ემზარ გოგუაძე გასულ წელს საუბრობდა. გოგუაძის განცხადებით, შსს-ს კონტრდაზვერვის თანამშრომელი ირაკლი ციბაძე დირექტორის გიორგი ბარათაშვილისათვის უნდობლობის საკითხის გამოცხადებასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას სთხოვდა, რის სანაცვლოდაც მაღალ თანამდებობას პირდებოდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ციბაძე გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში და განაცხადა, რომ მის გადაყენებას არ აპირებდა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით კი ირაკლი ციბაძე სამინისტროში არ მუშაობდა.

2012 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძეს შსს-ს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველოს მეოთხე სამსახურის უფროსის (სამმართველოს უფროსის მოადგილე) თანამდებობა ეკავა. 2013 და 2014 წლების დეკლარაციების მიხედვით კი ციბაძე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უშიშროების საკითხებში ოფიცერთა მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თანამშრომლების მიერ საქართველოს ცენტრალური საარჩევნოს კომისიის ვებგვერდზე არსებული ფოტოსურათის წარდგენის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის მონიტორინგის საბჭოს წევრმა ემზარ გოგუაძემ და მისმა ორმა კოლეგამ ამოიცნეს 04/06/1977 წელს დაბადებული ირაკლი ციბაძე. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ციბაძე დღემდე მუშაობს საზოგადოებრივ მაუწყებელში.

ირაკლი ციბაძის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებული პროცესი საინფორმაციო საააგენტო Media.Ge-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ ინსტანციაში წააგო. გამოცემის ინტერესების დამცველის საია-ს მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის არგუმენტაცია, რომ ირაკლი ციბაძის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობდა და შესაბამისად, შსს-ს ინფორმაცია უნდა გაეცა, სასამართლომ არ გაიზიარა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ირაკლი ციბაძის, როგორც თანამდებობის პირის, ქონებრივი დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე არ არის ხელმისაწვდომი.“- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42