"ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტს და მის მეუღლეს. ჩვენ გულითადად მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, ხელისუფლებას და მთელ საქართველოს და მთელ ქართველ ხალხს. განსაკუთრებით, მინდა მივულოცო აფხაზებს აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ოსებს, რომლებიც დროებით მოწყვეტილნი არიან სამშობლოს. ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა გააერთიანოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხელისუფლება და მისცეს მათ ერთსულოვნება, რათა ღირსეულად ემსახურონ ჩვენს სამშობლოს", - ბრძანა პატრიარქმა.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
მასალის გამოყენების პირობები






