"დღეს მინდა განსაკუთრებით დავლოცო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უდიდესი წვლილი გაიღო მან ტაძრის მშენებლობაში. ღმერთამ შეუწიოს და ღმერთმა ძალა მისცეს მომავალი ღვაწლისათვის. ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდნენ ეკლესიას და ვერ მოერევიან იმას რომელიც აშენებს ეკლესიას. დღეს ხსენებაა წმინდისა გიორგისა და წმინდა გიორგი ჩვენს წინაშე არის როგორც სიმბოლო ჩვენი ერისა, როგორც უძლეველი ძალა , რომელიც იცავს საქართველოს, ჩვენს ეკლესიას,"-განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.
მასალის გამოყენების პირობები






