23 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბორჯღალოსნები წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო მატჩში იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ.
იაპონიის ნაკრები მსოფლიოში რეიტინგით მეცხრე ადგილზეა, რომელმაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში საუკეთესო მატჩები ჩაატარა. ბორჯღალოსნები საბრძოლო განწყობით არიან და თამაშის გამარჯვებით დასრულება სურთ.
შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულია საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც მატჩის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ არჩეულ მორაგბეს გადაეცემა.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს.
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე
ღერძი
9. ვაჟა ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური
მასალის გამოყენების პირობები






