სახალხო დამცველი ბათუმის #3 საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებზე საურობს
საზოგადოება - 13:29, 23 Nov, 2014     1469
ომბუცმენი სასჯელაღსრულების სამინისტროს დაწესებულებაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. უჩა ნანუაშვილი ბათუმის მესამე დაწესებლებაში არსებულ მძიმე პირობებზე საუბრობს. მისი ინფორმაციით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ დაწესებულებაში ვენტილაციის, წყლის მომარაგების პრობლემა არსებობს, არცერთი სარეაბილიტაციო პროგრამა არ მოქმედებს და არცერთი კულტურული და სპორტული ღონისძიება არ გამართულა; აღმოსავლეთ საქართველოდან გადმოყვანილ პატიმრებს ექმნებათ ოჯახთან და ადვოკატთან კავშირის შენარჩუნების პრობლემა. ომბუცმენის ინფორმაციით, სამარტოო საკნებში არ არის ადამიანის ღირსებასთან თავსებადი პირობები. მონიტორინგმა ასევე გამოავლინა, რომ დაწესებულებაში არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული პრობლემები.

"მოპოვებული ინფორმაციით, პატიმრების მხრიდან პროტესტი უკავშირდება #3 დაწესებულებაში არსებულ პირობებს. ამასთან, ამ დროისთვის შიმშილობას განაგრძობს 16 პატიმარი, რამოდენიმე პატიმარს მიყენებული აქვს თვითდაზიანება, სამი პატიმარი ეტაპირებულია სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებაში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. ეტაპირებულ ორ მსჯავრდებულს გ.ვ-ს და ბ.ო-ს სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაში არსებული პირობების გამო მიღებული აქვთ მრავლობითი თვითდაზიანება, ხოლო მსჯავრდებული გ.კ. მის მიმართ რამდენიმე თვის წინ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროულ გამოძიებას ითხოვს. ამ დროისთვის მსჯავრდებულებს ადგილზე საჭირო სამედიცინო პროცედურები უტარდებათ. სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მსჯავრდებულთა მდგომარეობის მონიტორინგს და მისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ბათუმის მესამე საპყრობილეში პატიმარებმა შიმშილობა გამოაცხადეს, პროტესტი ციხეში არსებულ მძიმე მდგომაეობას უკავშირდებოდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პროტესტი პროვოცირებული იყო 4 პატიმრის მიერ, რომლებიც არიან ქურდული ტრადიციების მატარებელი.ამ დროისთვის შიმშილობა შეწყვიტა 23 პატიმარმა. საქმეს გენინსპექცია სწავლობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42