ხელშეკრულება, რომელსაც ხელს Nabucco Gas Pipeline International Gmbh-ს აქციონერები და პროექტის პოტენციალური ინვესტორები (SOCAR, BP, Statoil და Total) მოაწერენ ხელს ითვალისწინებს პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელ დაფინანსებას. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პოტენციალური ინვესტორების მიერ პროექტის 50%-იანი წილს ფლობას, იმ შემთხვევაში თუ თურქეთიდან ევროპამდე გაზის ტრანსპორტირებისათვის არჩეული იქნება Nabucco West-ი.
შეგახსენებთ, რომ გაზადენი Nabucco ითვალისწინებს აზერბაიჯანული ''შახდენიზის'' საბადოს გაზის ტრანსპორტირებას ევროპაში აზერბაიჯანის, საქაქრთველოსა და თურქეთის ტერიტორიის გავლით, წარმოადგენს ევროპის ქვეყნებისათვის გაზის მიწოდების ალტერნატიულ გზას, რომელის განხორციელებასაც ეწინააღმდეგება დღეისათვის ევროპისათვის გაზის ერთადერთი მიმწოდებელი - რუსეთი.
მასალის გამოყენების პირობები






