თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გიორგი ალიბეგაშვილმა ახალგაზრდა თაობის წიგნისადმი ინტერესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კონკურსის მონაწილეებს წარმატება უსურვა.
‘’თითოეული ჩვენთაგანისთვის საამაყოა სწავლაზე ორიენტირებული ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა მასპინძლობა. მისასალამებელია ბავშვების წიგნისადმი ასეთი დაინტერესება და სიყვარული.“ - აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საკრებულო მზადაა მომავალშიც მხარი დაუჭიროს ასეთი ტიპის პროექტებს.
’21 -ე საუკუნე ცოდნის და ინტელექტის საუკუნეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ღონისძიებას და მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ ასეთ პროექტების მხარდასაჭერად, რადგანაც კოალიცია „ქართული ოცნების“ უმრავლესობა სწორედ სწავლსა და განათლებაზეა ორიენტირებული.“–განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ,,დავითიანის’’ პრეზიდენტის, კოტე სვანაძეს თქმით კონკურსის მიზანი ახალგაზრდებში ანალიტიკური და სიღრმისეული აზროვნების განვითარება და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
‘წიგნის მეგობრები 2014“-ის’’გამარჯვებულები 15 დეკემბერს ბაკურიანში გამოვლინდებიან.
კონკურსში თბილისისა და რუსთავის 16 სკოლა მონაწილეობს. რვა გუნდიდან ოთხი საუკეთესო ფინალში გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
სასკოლო კონკურსი ‘’წიგნის მეგობრები’’ საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა ‘’დავითიანნის’’, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტნიორობით და კლუბ ‘’წიგნის მეგობრების’’ ორგანიზებით ჩატარდა.
პროექტი საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკოს პატრიარქის, ილია2–ის პატრონაჟით ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოს ახალგაზრდა თაობაში წიგნის კითხვისადმი ინტერესის გაზრდა და მათი ინტელექტუალურ-ანალიტიკური აზროვნების განვითარების ხელშეწყობაა.
მასალის გამოყენების პირობები






