23 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბორჯღალოსნები წლევანდელი ტესტ-სერიის ბოლო მატჩში იაპონიის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. შეხვედრა, რომელიც მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიეძღვნება. ამ მატჩით საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ნაკრებები მხარდაჭერას გამოუცხადებენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას.
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებულია საუკეთესო მოთამაშის ჯილდო, რომელიც მატჩის დასასრულს სპეციალური ჟიურის მიერ არჩეულ მორაგბეს გადაეცემა.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიაში 2011 წლიდან მონაწილეობს. ამ კამპანიის ფარგლებში, მორაგბეებმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას არაერთი საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს.
საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს.
შერკინება
1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. ლაშა ლომიძე
ღერძი
9. ვაჟა ხუციშვილი, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. სანდრო თოდუა, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა (კაპ), 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. კოტე მიქაუტაძე, 20. გიორგი ჩხაიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. გიორგი აფციაური
მასალის გამოყენების პირობები






