რა იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის პრიორიტეტები
ბიზნესი & ეკონომიკა - 16:30, 21 Nov, 2014     2488
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს შეხვდა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრას ასოციაციის ,,ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი და ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეობის პერიოდში მისი ხელმძღვანელობით დაწყებულ პროექტებზე, მათ შორის ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ 2013-2014 წლებში წარმატებით განხორციელებული რთველი მთავრობის სწორი პოლიტიკის გარდა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობის შედეგია.

,,სახელმწიფოს მხრიდან მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. დღეს დარგი სულ სხვა გამოწვევების წინაშე დგას, ვიდრე ეს ორი წლის წინ იყო. აქედან გამომდინარე, მოგვიწევს კიდევ უფრო მეტი და აქტიური მუშაობა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი იმ გუნდის წევრია, რომელმაც დარგის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა და აქტიურად იყო ჩართული ყველა პროექტის განხორციელებაში. შესაბამისად, სააგენტო გააგრძელებს იმ კურსს, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგის დაღვინის ინდუსტრიის განვითარებას, ასევე მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის აღიარებას შეუწყობს ხელს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეხვედრაზე 2015 წელს დაგეგმილ პროექტებზე და სააგენტოს პრიორიტეტებზე ისაუბრა. გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, რომ ახალი წლიდან მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან ინტენსიური დიალოგი გაიმართება, რათა 2015 წლის რთველი კიდევ უფრო ორგანიზებულად ჩატარდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42