ერთ დროს ძალიან მოდურმა და უცხოელი დიზაინერების სასურველმა ფეხბურთელმა მოდელმა კახი კალაძემ პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ჩაცმის სტილიც შეიცვალა. ვიცე პრემიერად გარდაქმნილი ფეხბურთელი კონსერვატიულ სტილს დაემორჩილა.
ამჯერად მის გარდერობში პიჯაკები მომრავლდა. მოდას ძველებურად არ მისდევს, თუმცა პოლიტიკოსებს შორისაც დახვეწილი გემოვნებით გამოირჩევა.
ამ თემაზე კახი კალაძემ უკრაინელ ჟურნალისტთან ისაუბრა, პოლიტიკოსს არც მეუღლის სიყვარულზე დავიწყებია ხაზგასმა. უკრაინელმა ჟურნალისტმა ის სწორედ მეუღლის კოლექციის ჩვენების დღეს ჩაწერა.
15 წუთით შემოვიარე, მინდა ვთქვა რომ ის ძალიან მიყვარს და ყოველთვის გვერდში დავუდგები - აღნიშნა კახიმ.
- როცა ფეხბურთით იყავით დაკავებული ძალიან გიყვარდათ მოდა, მეგობრობდით ბევრ იტალიელ დიზაინერთან, რომლებიც დღემდე გილოცავენ დაბადების დღეს. თქვენი დამოკიდებულება მოდასთან მიმართებაში შეიცვალა?
- როგორ გითხრათ, გემოვნებით ჩაცმა ყოველთვის მიყვარდა და ახლაც ასეა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც იტალიაში დავიმეგობრე, მიუხედავად იმისა რომ იტალიაში არ ვცხოვრობ ისინი ყოველთვის ჩემს მეგობრებად დარჩებიან.



მასალის გამოყენების პირობები






