როგორც ,,ნიუპოსტს“ მერიიდან აცნობეს, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხვალ, 20 ნოემბერს, 12:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია დაათვალიერებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა თსუ მაღლივ კორპუსამდე მისასვლელი 1000 კვადრატულ მეტრამდე გზა, კეთდება ტროტუარები და ბორდიურები, ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოეწყო ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება კორპუსის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე გაშენდება გამწვანების ზოლი.
ჯამში დაგეგმილია 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის მოწესრიგება, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 153 350 ლარი გამოიყო.
თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო. სამუშაოებს შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები






