არქივი ბიბლიოთეკაშია მომზადებული და მოიცავს 1936–1990 წლების პრესის მასალებს. არქივში შესულია ამ პერიოდში საქართველოში გამოსულ გაზეთებში გამოქვეყნებული ყველა სტატია და ფოტო. მასალები აღებულია როგორც სპორტული გაზეთებიდან „ფიზკულტურელი“, „ლელო“, „კრასნი სპორტი“, „სოვეტსკი სპორტი“, აგრეთვე „კომუნისტიდან“, „ახალგაზრდა კომუნისტიდან“, „მუშა“, „ზარია ვოსტოკა“, „მოლოდიეჟგრუზიი“... არქივის პრეზენტაცია მიეძღვნება საიუბილეო თარიღს თბილისის „დინამოს“ მიერ ჩემპიონობის მოპოვების 50 წლისთავს.
ღონისძიებას დაესწრებიან სახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრიდა სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციის, ოლიმპიური კომიტეტის, კლუბ თბილისის „დინამო“–ს ხელმძღვანელები. ვეტერანი ფეხბურთელები, თბილისის „დინამოელები“.
ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ყველაზე მდიდარი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელიც ფლობს 4 მილიონამდე წიგნად ფონდს, უახლეს და რარიტეტულ ეგზემპლიარებს, აგრეთვე, 20 000 ელექტრონულ ჟურნალს, 100000 უცხოურ ელექტრონულ წიგნს, 22 მილიონ პატენტს, 400 საზღვარგარეთ დაცული ქართული ხელნაწერის მიკროფირს. ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას, განათლებისა და წიგნიერების დონის ამაღლებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას.
მასალის გამოყენების პირობები






