კამპანია ,,თვითმმართველობის დროა“ ფარგლებში დღეს არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,სიდა“ ქვემო ქართლის მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.შეხვედრა 12 საათზე დაიწყო..
შეხვედრაზე განხილული იყო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა.
,,პროექტი სარგებლობას მოუტანს არა იმდენად თვითმმართველობას, არამედ უფრო მოსახლეობას. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ერთობლივად მოქალაქეებთან შეხვედრებით რეკომენდაციები, რომელსაც მივაწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას. როგორც ცნობილია მზადდება ახალი კანონ პროექტი, რომელიც თვითმმართველობის მუშაობაში საზოგადოების ჩართულობას გულისხმობს. ჩვენ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვახორციელებთ შეხვედრებს, არის უამრავ8 საკითხი, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და არსებობს უამრავი კითხვა, რაზეც უნდა მოიძებნოს პასუხი. რეკომენდაციები იქნება მიწოდებული ხელისუფლებისთვის , რაც გათვალისწინებული იქნება კანონის დახვეწისა და შემუშავების დროს."- განაცხადა ,,სიდას" წარმომადგენელმა რევაზ ბარბაქაძემ.
ასევე განხილული იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.
აღნიშნული შეხვედრები იმართება პროექტის "თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის ხელშეწყობა" ფარგლებში, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ფონდის ერთ-ერთი პარტნიორია ,,სიდა.“
პროექტის მიზანია მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობისა და მათთან კონსულტაციების გზით გადაიხედოს მონაწილეობის დღეს არსებული მექანიზმები და მომზადდეს „მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების შექმნის“ შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დეკემბერში განსახილველად წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.
მასალის გამოყენების პირობები






