,,ოქროს ბიჭებად’’ წოდებული ვეტერანი ფეხბურთელების დაჯილდოება
სპორტი - 19:42, 18 Nov, 2014     2777
თბილისის ,,დინამოს’’ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 50 წელი გავიდა. ,,ოქროს ბიჭებად’’ წოდებულ ვეტერან ფეხბურთელებს დღეს დედაქალაქის საკრებულომ უმასპინძლა. ვეტერანი ფეხბურთელების დაჯილდოება საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ვეტერანი ფეხბურთელები - ილია დათუნაშვილი, გიორგი სიჭინავა და ვლადიმერ ბარქაია, „დინამოს“ გარდაცვლილი ფეხბურთელების ოჯახის წევრები და შთამომავლები ესწრებოდნენ.

„ნახევარი საუკუნე გავიდა ბრწყინვალე გამარჯვებიდან, რომელიც თბილისის „დინამომ“, ფაქტიურად, საქართველოს იმდროინდელმა ნაკრებმა, ტაშკენტში, მოსკოვის «ტორპედოსთან» დაუვიწყარ მატჩში მოიპოვა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი! ჩვენმა თაობამ მშობლებისგან იცის, რომ ქართველმა ხალხმა იმ გამარჯვებას «ქართული ფეხბურთის დიდგორი» უწოდა. ყველა გულშემატკივარს გვაქვს ნანახი ისტორიული კადრები: ილია დათუნაშვილის შეუდარებელი გოლი, მიშა მესხის გენიალური ფინტი, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის აღფრთოვანება. სამწუხაროდ, დაუვიწყარი მატჩის ბევრი მონაწილე უკვე აღარ არის ჩვენს გვერდით, ამიტომ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის წინაშე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ ილია დათუნაშვილს, ვლადიმერ ბარქაიას და გიორგი სიჭინავას, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“ - განაცხადა თბილისის მერმა მისასალმებელ სიტყვაში.

დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ დაუვიწყარი მატჩის მონაწილეთა დამსახურება სათანადოდ დაფასდეს.

დღესვე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ,,ოქროს ბიჭების’’, მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა გაიხსნა ასევე ვეტერანი ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახლის ფასადზე.

50 წლის წინ, 18 ნოემბერს, თბილისის "დინამომ" პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. 1964 წელს თბილისის „დინამომ“ მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა, რამაც "დინამოს" ოქროს გუნდის, ფეხბურთელებს კი "ოქროს ბიჭების" სახელი მოუტანა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42