მიმდინარე წლის ოქტომბერში, საარსებო მინიმუმმა, წლის მაქსიმუმს მიაღწია და 160 ლარი და 60 თეთრი შეადგინა. "საქსტატის" მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში, საარსებო მინიმუმი 12 ლარით, სექტემბერთან შედარებით კი 4,8 ლარით გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკით, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 142,3 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ კი - 269,5 ლარი. ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი
142,3 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 378 ლარით. საარსებო მინიმუმის ზრდას როგორც წესი პოდუქტებზე ფასების ზრდა განაპირობებს. 2014 წლის შემოდგომაზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სოფლის პროდუქტები 20-დან 100 პროცენტამდე გაძვირდა.
გაორმაგებულია ფასები კარტოფილსა და პომიდორზე, ფასის 25 პროცენტიანი ზრდა კი, ხორცსა და ყველზეც ფიქსირდება.
წყარო "ეკონომეტრი"
მასალის გამოყენების პირობები






