"ალგორითმის" ქარხანა დაიხურა
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:02, 18 Nov, 2014     3066

კომპიუტერების მწარმოებელი კომპანია „ალგორითმი“ გაკოტრების პირასაა. მიმდინარე წლის სექტემბერში კომპანიამ თანამშრომელთა 70% სამსახურიდან გაათავისუფლა.

მიზეზი შემოსავლების მკვეთრი შემცირება და ხელფასების გაუცემლობა სახელდება. მიმდინარე წლის სექტემბერში შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,35-ჯერ არის შემცირებული.

პრობლემები კომპანიას ახალი 2012 წლის შემდეგ შეექმნა. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის მთავარი ბუღალტერი დავით კორახაშვილი აცხადებს, თანამშრომლების 50% 2013 წელსაც შეამცირეს, კერძოდ, 2012 წელს კომპანიაში 132 თანამშრომელი მუშაობდა, 2013 წელს კი „ალგორითმში“დასაქმებულთა რიცხვი 62-მდე შემცირდა.

ქარხანა „ალგორითმმა“ ბოლო მსხვილი შეკვეთა სახელმწიფოს მხრიდან პირველკლასელთა ნეთ-ბუკებზე 2013 წელს მიიღო, მას შემდეგ კი ქარხანა გაჩერებულია, მით უმეტეს, რომ 2014 სასწავლო წლის ტენდერში კომპანიამ ვერ გაიმარჯვა.

„განათლების სამინისტრომ დაიწუნა ჩვენი საგანმანათლებლო პროდუქტი და აირჩია არასასკოლო პროდუქტი, რომელიც არის ჩვეულებრივი ნოუთბუქი. ტენდერში არგამარჯვების ოფიციალური მიზეზი იყო ფასი. ამან უკვე გამოიღო თავისი შედეგები, ეს არის ჩვეულებრივი ნეთბუქი, რომელსაც არ აქვს არაფერი დაცული, ის არც დაცემისგან და არც გატეხვისგან არ არის დაცული. ამის გამო ძალიან ბევრი დანახარჯი აქვთ მშობლებს, ამას კი არავინ ახმაურებს. ჩვენს ბუკსა და ამ ჩვეულებრივ კომპიუტერს შორის არ იყო დიდი სხვაობა, მხოლოდ 20 ლარი თითო კომპიუტერზე“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლის თქმით, სახელმწიფომ ტენდერების პირობები შეცვალა და ქართული კომპანიების დისკრიმინაცია დაიწყო.

„ალგორითმის“ მთავარი ბუღალტრის განმარტებით, სატენდერო კომისიაში, ქარხნებს 10-წლიანი გამოცდილება მოსთხოვეს, ამ გამოცდილების მქონე საწარმო კი საქართველოში არ არსებობს. “ალგორითმის“ ქარხანა ძირითადად სახელმწიფო შეკვეთებზე მუშაობდა, მას შემდეგ კი რაც ტენდერებში 10-წლიანი გამოცდილების მოთხოვნა გაჩნდა, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

დავით კორახაშვილი ამბობს, რომ საწარმო გაჩერებულია, სადილერო ქსელზე ხელახლა გადართვა კი ჭირს, რადგანაც კომპანიას შესაბამისი რესურსი არ გააჩნია, მით უმეტეს, რომ ამ დრომდე კრედიტი აქვს დასაფარი.

„კრედიტის ოდენობის გახმაურებას აზრი არ აქვს - ჩვენთვის არავის არაფერი უჩუქებია. კრედიტის აღება ქარხნის ასამუშავებლად იყო საჭირო, შესაბამისად, მიახლოებით შეგიძლიათ მიხვდეთ, რამდენია კრედიტის ოდენობა, რომელიც ქარხნის შექმნისთვის არის საჭირო. ერთ ლარად არავის არაფერი გადმოუცია, სამწუხაროდ“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

იმ პირობებში, როდესაც „ალგორითმს“ სახელმწიფო შეკვეთები აღარ აქვს, კორახაშვილის თქმით, კომპანიამ ექსპორტზე უნდა დაიწყოს მუშაობა, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან ამაშიც არ არის ხელშეწყობა.

„ვერცერთი პროდუქტი ვერ გავა საქართველოდან, თუ არ მოხდება რაიმე ტიპის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. თავისით არავინ შემოდის და არ ყიდულობს არაფერს, მეზობელი ქვეყნებიც კი არაფერს ყიდულობენ, ძირითადად ნედლეული გააქვთ. ხელშეწყობა ისაა, რომ როგორც მინიმუმ დისკრიმინაცია არ უნდა მოახდინონ, მეორე- არსებობს გამოფენები, მთავრობათაშორისი შეთანხმებები, როგორც ხდება ჰესების შეთავაზება, ასევე უნდა მოხდეს სხვა ადგილობრივი წარმოების შეთავაზებაც. სხვანაირად, საქართველო პატარა ქვეყანაა, საწარმოებს არ აქვთ იმდენი შესაძლებლობა, რომ სხვისი ბაზრის დივერსიფიკაცია მოახდინონ მხოლოდ საკუთარი სახსრებით“,- აცხადებს დავით კორახაშვილი.

მისივე ინფორმაციით, მოთხოვნა ძალიან არის შემცირებული საცალო შესყიდვებზეც, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ სერვისულ მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს, თუმცა, რამდენ ხანს გაძლებს ბაზარზე „ალგორითმი“ მსგავს სიტუაციაში, ბუნდოვანია.

კომპანიის მთავარი ბუღალტერი აცხადებს, რომ მენეჯმენტი საკითხზე მუშაობას აგრძელებს და ყველანაირად ცდილობს „ალგორითმი“ რთული მდგომარეობიდან გამოიყვანოს.

„არანაირი დაინტერესება ეკონომკის სამინისტროს მხრიდან არ არის. წინა წლებში სახელმწიფოს მხრიდან რომ არ ყოფილიყო დაინტერესება, ეს პროექტი საერთოდ არ შეიქმნებოდა. პროდუქციიდან დიდი მოგება არ რჩებოდა, მაგრამ მოცულობა იყო დიდი და კომპანიას 2%-3%-ზე მუშაობაც უღირდა“,- აცხადებს კორახაშვილი.

„ალგორითმის“ ქარხანა 2011 წელს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დასაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნეს.

ქარხანაში პირველკალსელების კომპიუტერების აწყობა და პროგრამების ჩატვირთვახორციელდებოდა.

სწორედ, ამ ქარხანაში აწყობილი ნეტბუკები მიიღეს 2011-2012-2013 წლებში პირველკლასელებმა. წელს კი სახელმწიფო ტენდერში კომპანია „იუ-ჯი-თი“-მ გაიმარჯვა.

წყარო http://commersant.ge/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42