„ცოტა ვინმე თუ აკეთებს ისე გემოვნებიანად საქმეს, როგორც თემურ უგულავა“, - წერს ნათია ფანჯიკიძე „აჭარაბეთის“ მფლობელზე და „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე კაზინოში ფინანსური პოლიციის შესვლას ეხმაურება.
ნათია ფანჯიკიძე: „ადვოკატად არავის არ ვუდგები, არც არავის სჭირდება ჩემი ადვოკატობა, აზრს გამოვთქვამ მხოლოდ - საქართველოში ცოტაა მსხვილი ბიზნესი, შესაბამისად მსხვილი გადამხდელი ბიუჯეტის სასარგებლოდ, მითუმეტეს ცოტაა, ვინც ისე გემოვნებიანად აკეთებს საქმეს, როგორც თემურ უგულავა, მხოლოდ ყაზბეგის "რუმსი" , ამ ადგილის გაკულტურულება და ტურისტებისთვის პირობების შექმნა რად ღირს, ან თუნდაც თბილისის "რუმსი" და კიდევ ბევრი რამ.
ამდენი ხალხი ყავს დასაქმებული ბოლოსდაბოლოს. ამხელა ჯარიმა რატომ უნდა დაადო და რატომ უნდა გააკოტრო? ვერ მესმის. ამის ფუფუნება აქვს საქართველოს, შემოქმედების ენერგია და შენების უნარის მქონე იმდენი გვყავს, რომ ვინც გვყავს ჩავკლათ? გამოუქვითეთ რა და დაავალეთ, მაგალითად,თანხის ნაწილით "სიყვარულის ბაღი" გაგვიკეთოს.... საუკუნეები რომ დარჩება ქალაქს. გადათამაშდეს ეს ჯარიმა ქვეყნის სასარგებლოდ, ნუთუ არ შეიძლება?
თორემ კაზინოები ზოგადად ქალაქიდან რომ გატანილი უნდა იყოს და ცალკე ქალაქად (ალე ჰოპ სითი) გაშენებული, ჩემთვის ეს უკამათოა“.
მასალის გამოყენების პირობები






