სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ საზეიმო შეხვედრა გამართა
საზოგადოება - 16:27, 18 Nov, 2014     1367

სტუდენტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ საზეიმო შეხვედრა გამართა აფხაზეთიდან დევნილ წარჩინებულ სტუდენტებთან.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ელგუჯა გვაზავა მიესალმა „მაგთი-ჯაზ -კლუბში“ მოწვეულ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საქართველოს განათლების სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიისა და აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. მან საღამოს უწოდა”შეხვედრა მომავალთან” და მადლობა გადაუხადა საღამოს სპონსორებს: მაგთის, ლიბერთი ბანკის, ავერსისა და ჯიპისის მესვეურებს.

ელგუჯა გვაზავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორატთა აბსოლუტური უმეტესობა, ისევე როგორც სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატი, განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენს აფხაზეთიდან დევნილი წარჩინებული სტუდენტების ხელშეწყობის საქმეში, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის რექტორებს და თითოეული მათგანი უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში მათი პირადი ღვაწლისათვის და აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტების მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისათვის.

სტუდენტი-ახალგაზრდობისა და ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარდგნენ მომღერლები ნინი წიკლაური, სალომე ბაკურაძე, თეატრის მსახიობები და ბენდი;

სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს გულთბილად მიესალმნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის განათლების მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, დედაქალაქის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, საქართველოს განათლების მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის წარმომადგენელი ავთანდილ ბესელია, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის მედიის სკოლის დეკანი ივანე სეხნიაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი, პროფესორი ნათელა დოღონაძე და სხვები,

საღამოს ორგანიზატორებმა, სპონსორებმა და უნივერსიტეტების რექტორატმა წარჩინებულ სტუდენტებს, რომელთა შორის ძირითადად იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახების წარმომადგენლები, გადასცეს ფასიანი საჩუქრები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42