თბილისის მერია ,,სამეფო სახლისთვის“ მიწის ნაკვეთის გადაცემას უარყოფს
საზოგადოება - 19:04, 17 Nov, 2014     1573
თბილისის მერია ,,სამეფო ოჯახისთვის“ მიწის გადაცემის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და მედია-საშუალებებს მოუწოდებს ინფორმაცია მერიის საზოგადოებრივ ურთიერთობათა სამსახურში გადაამოწმონ.

,,გარკვეული მედია-საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ ე.წ. „სამეფო ოჯახს“ მიწის ნაკვეთი გამოუყო, რომელზეც ბაგრატიონ-ბაგრატიონების სასახლე უნდა აშენდეს.

ჩვენდა გასაოცრად, ამგვარი ინტერპრეტაციები და, ზოგადად, ზედმეტი აჟიოტაჟი ანა ბაგრატიონის თბილისის მერთან შეხვედრას მოჰყვა. შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, ანა ბაგრატიონმა და მისმა თანმხლებმა პირებმა წარმოადგინეს პროექტი ტაბახმელაში „აფხაზური ოდის“ აშენების შესახებ და ითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა ტაბახმელაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით.

მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიას არც „აფხაზური ოდის“ და არც სამეფო სასახლის ასაშენებლად არავისთვის - არც იურიდიული და არც კერძო პირისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გამოუყვია. მივმართავთ მედია-საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმონ“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42