საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოხსნის შემდეგ, ბერძნული პრესა მომავალი თავკაცის კანდიდატურებს აქტიურად განიხილავს .
პოპულარულმა პორტალმა sports.in.gr-მ, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი მიმოიხილა. მათ შორის არის საქართველოს ნაკრების უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია.
"კლაუდიო რანიერის მოხსნის შემდეგ, სავარაუდო მწვრთნელთა სახელები ცნობილია. იტალიელის ცუდმა მუშაობამ აჩვენა, რომ ქვეყნის მთავარ გუნდს, ბერძნული ფეხბურთის მცოდნე სპეციალისტი სჭირდება. ამიტომ, გიორგოს დონისი კარგი ვარიანტი იქნება, მაგრამ მას ამჟამად კონტრაქტი აპოელთან აქვს. დასახელდა თემურ ქეცბაიას და ანგელოს ანასტასიადისის ვარიანტები, თუმცა ასევე ივან იოვანოვიჩისაც, რომელიც ამჟამად არაბეთში მოღვაწეობს და მისი გამოსყიდვა ძვირი დაჯდება," - წერს sports.in.gr.
თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 14 ნოემბერს, შინ პოლონეთთან ანგარიშით - 0:4 მარცხის შემდეგ დატოვა.
საქართველოს ნაკრები ევრო 2016-ის შესარჩევ ჯგუფში 4 თამაშში 3 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






