„დღეს მამაჩემის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა“, - წერს „ფეისბუქისს“ საკუთარ გვერდზე მსახიობი თინა მახარაძე და მამის იმ წერილებს აქვეყნებს, რომელიც თინას და თინას დის დაბადებას უკავშირდება.
23 წლის მამაჩემის წერილი დედაჩემს სამშობიაროს კიბეებიდან,როცა მე დავიბადე:
"ნეტა,როდის გამოხვალთ, რომ მოგიყვეთ ყველაფერი და ჩაგიკრათ გულში. შენ თუ რამე გინდოდეს და რამე გეჭმევა, (ხილი,ყველაფერი..) დამიწერე და მოგიტან.რამე ხომ არ გაწუხებს,ყველაფერი დამიწერე.გკოცნი,გეხვევი და კიდევ არ ვიცი..
პაატა,თინიკოს მამა,ვიკას მეუღლე მახარაძე
ჩემხელა მამაჩემის წერილი დედაჩემს სამშობიაროს კიბეებიდან,როცა Tamuna დაიბადა:
„..როგორ ხართ უჩემოდ.ძალიან მენატრებით.მე ახლა ჩამოვედი გამოცდიდან.მივიღე 4იანი.ვარ ე.წ. "კარგოსანი",რაშიც შენ დიდი წვლილი მიგიძღვის.. თინათინი კარგად არის,თამაშობს და თან დაყვება მთელი ოჯახი,უფროსი გოგოა, ხომ იცი.. 7 საათიდან ღვიძავს და სადღაც წამოსვლის წინ შევნიშნეთ ,კისერზე დედაჩემის მარგალიტის მძივი ჰქონდა დაკიდებული,მოუპარავს ჩუმად.ასეთი მაიმუნი გოგო გვყავს!"
დღეს მამაჩემის მკვლელობიდან 10 წელი გავიდა.
He was a cool guy. სადღაც პარალელური განზომილებიდან პოსტს მილაიქებს, ალბათ.
მასალის გამოყენების პირობები






