ვლოცულობდი, ცუდი წინათგრძნობა მქონდა - "საბის" დედა შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს
საზოგადოება - 10:38, 17 Nov, 2014     6964

საბი ბერიანის დედა შვილის გარდაცვალების დღეს იხსნებეს. გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას თამარ ძამუკაშვილი ამბობს, რომ შვილის სიკვდილი ტელევიზიით შეიტყო.

„ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა. ავფორიაქდი, ვერ ვისვენებდი, თავს იმით ვინუგეშებდი, ალბათ, სძინავს-მეთქი. დილით ტელევიზიით გავიგე, რომ პეკინზე ვიღაც მოკლეს და მოსვენება დავკარგე. 25 წლის არისო, თქვეს და ცოტათი დავმშვიდდი - ბექა 23 წლის იყო. ვინაობას არ აცხადებდნენ. მაინც ტელევიზორს ვიყავი მიჯაჭვული, ახლობლებსაც ვუთხარი, თუ საღამომდე არ მიპასუხა, თბილისში ჩავაკითხავ-მეთქი. ბევრმა ახლობელმა დამირეკა, თურმე უკვე იცოდნენ, რაც მჭირდა. ტელევიზიებიც მოვიდნენ, ოღონდ მიზეზი არ უთქვამთ. უბრალოდ, გვინდა ბექას შესახებ მოგვიყვეთო. უარით გავისტუმრე. ამ საკითხზე საუბარი არ მსიამოვნებდა... მერე 3-საათიან "კურიერში" გამოაცხადეს, ვინაობა დადგინდაო. ვიჯექი და ვლოცულობდი, ოღონდ შენ არ იყო, შვილო-მეთქი. რომ გამოაცხადეს, გამწარებული ვბღაოდი. ერთადერთი შვილი მყავდა, მეტი არავინ, დედა მოუკვდეს, კარგი მოსწავლე იყო, დღესაც იყვნენ მისი მასწავლებლები სამძიმარზე. ველისციხის სკოლა დაამთავრა, მერე თბილისში წავიდა და იქ აირია მისი ცხოვრება“, - ამბობს საბი ბერიანის დედა.

მისი თქმით, „საბის“ ყველაზე მეტად პაპასი ერიდებოდა და მისი შინ მოსვლისას ქუდს იხურავდა, რომ შინდისფრად შეღებილი თმა არ გამოსჩენოდა და პაპას გული არ სტკენოდა.

„სიგიჟემდე უყვარდა პაპა. ბექა 3 თვის იყო, როცა ქმარს გავცილდი, მას შემდეგ მშობლების გვერდში დგომით გავზარდე შვილი“, - ამბობს თამნარ ძამუკაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42