განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საჩუქრად სპეციალური ტაქტიკური აღჭურვილობა გადაეცა
საზოგადოება - 12:11, 16 Nov, 2014     794
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან არსებულმა ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიურომ (INL) საჩუქრად სპეციალური ტაქტიკური აღჭურვილობა გადასცა. მიღება-გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თბილისის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე გაიმარათა.
აღჭურვილობის მიღების დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კონსტანტინე მახარაშვილმა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხრიდან – ანტინარკოტიკული და სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს უფროსმა მრჩეველმა პოლიციის საკითხებში მაიკლ ტერნერმა.
შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან თითქმის ორი წელია აქტიურად თანაშრომლობს აშშ-ის საელჩოს „INL“-ის პროგრამა. მათი დაფინანსებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები სხვადასხვა სფეროში: მასების მართვა, კრიზისულ სიტუაციებში მოლაპარაკებები, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკური კურსი და მენეჯმენტის კურსი.მხარეებმა ღონისძიების მსვლელობისას ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე პროექტები, აღნიშნეს მათი განსაკუთრებული მნიშვნელობა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მექანიზმის განვითარების საქმეში და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს. შეხვედრის დასასრულს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა კონსტანტინე მახარაშვილმა აშშ-ის საელჩოს INL-ის პროგრამის წარმომადგენლებს შს სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42