არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტებმა შეკრების შემდეგ ორგანიზაციის ოფისში ბრიფინგი გამართეს.
,,მიგვაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ანტიქართული მოძრაობა და დესტრუქციული ძალაა. მათი მიზანი ქვეყნის მოსპობაა. ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ჩვენ ჩვენი ოფისიდან და ქალაქის ყველა წერტილში, სადაც ჩვენი წარმომადგენლები გვყავს, დავაკვირდებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართულ აქციას და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ“ - განაცხადა გოდერძი ოთარაშვილმა.
,,სახალხო დარბაზის“ წარმომადგენლის თქმით, მათ დროებით შეაჩერეს ორგანიზაციის აქტივისტების ჩამოსვლა რეგიონებიდან, რომლებიც კონტრაქციას უნდა შეერთებოდნენ.
„საქართველოს სახალხო დარბაზის“ წევრებმა კონტრაქცია დღეს 14:00-ზე რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყეს, მოგვიანებით კი ღამბაშიძის ქუჩაზე, ორგანიზაციის ოფისისკენ გადაინაცვლეს. აქციამ ექსესების გარეშე ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები






