თბილისში დაგეგმილი აქციის პარალელურად რეგიონებში "საყოველთაო შაბათობა" იმართება
საზოგადოება - 13:44, 15 Nov, 2014     1309

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი აქციის პარალელურად, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეები და პედაგოგები "შაბათობაში" მონაწილეობის მისაღებად დაიბარეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “თავისუფალი ზონის” წევრებმა გაავრცელეს: “როგორც მოგეხსენებათ, ყველა მუნიციპალიტეტში 15 ნოემბერი (შაბათი) ე.წ. ,,დასუფთავების დღედ” გამოცხადდა, რადგან ხელი შეუშალონ მოსახლეობას თბილისში დაგეგმილ აქციაში, არ მიიღონ მონაწილეობა. ყველა თანამშრომელს დააწერინეს განცხადება შემდგომში მათი ერთგვარი გადამოწმების მიზნით. ვინ შეძლებს ან რატომ ვერ შეძლებს 15 ნოემბერს სამსახურში გამოცხადებას”, - წერია “თავისუფალი ზონის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იმავე შინაარსის შეტყობინება დატოვა სოციალურ ქსელ Facebook-ის ერთ-ერთ ჯგუფში მარნეულში მცხოვრებმა პედაგოგმაც.

“ხვალ ვინ მიდიხართ შაბათობაზე? ან, ბოლოს როდის იყო საყოველთაო შაბათობა, ხომ ვერ გაიხსენებთ?” – წერს პედაგოგი.

მარნეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა, ელშან ჰასანოვმა დაადასტურა, რომ დღეს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ქალაქს მართლაც ასუფთავებენ. მისი თქმით, დასუფთავების ღონისძიება მარნეულში ხშირად ეწყობა. დღესაც ერთი ასეთი “შაბათობა” აქვთ.

დასუფთავების დღეს აწყობს წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც, რომლის წარმომადგენლის თქმით, “შაბათობაში” აღნიშნული მუნიციპალიტეტის ყველა ორგანოს თანამშრომელი იღებს მონაწილეობას. მათ შორის, მასწალებლებიც. მუნიციპალიტეტის წარმოადგენელი ამბობს, რომ ღონისძიებაში ჩართვა სავალდებულოა. გამონაკლისი ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს გამოუვალი მდგომარეობა შეექმნება.

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, 15 ნოემბერი ყველა მუნიციპალიტეტში დასუფთავების დღედ გამოცხადდა. მისივე თქმით, “შაბათობებს” მხოლოდ იმ მიზეზით ატარებენ, რომ გააკონტროლონ ის ადამიანები, ვისაც დღევანდელ აქციაში მონაწილეობის მიღება სურს.


“საბავშვო ბაღებში სანიტარული ღონისძიების ჩასატარებლად დაიბარეს თანამშრომლები. მაგალითად, გარდაბანში, 2-დან 4 საათამდე მარათონს აწყობენ და გზას ისე კეტავენ, რომ ქალაქიდან მანქანები ვერ გამოვიდნენ”, - ამბობს ჭიაბერაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42