ეკონომიკის ყოფილ მინისტრის და „თავისუფალი უნივერსიტეტის" დაფუძნებლის კახა ბენდუქიძის საქართველოში ჩამოსვენება მას შემდეგ იგეგმება, რაც მის ცხედარს, ბრიტანეთში, ექსპერტიზა ჩაუტარდება.
როგორც აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე news.ge-სთან საუბრისას აცხადებს, ბენდუქიძეს თბილისში, კუკიის სასაფლაოზე, დედის საფლავის გვერდით დაკრძლავენ.
"აუცილებლად ჩამოასვენებენ თბილისში და ოჯახის წევრების გადაწყვეტილებაა ასეთი, რომ დაიკრძალოს დედის საფლავის გვერდით, კუკიის სასაფალაოზე. რაც შეეხება ჩამოსვენების თარიღს, ეს ჯერ ცნობილი არ არის, იმიტომ რომ ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს და არ ვიცით ბრიტანული პროცედურები რამდენ დღეს, რამდენ დროს დაიკავებს, ეს ჯერ არ ვიცით",-განაცხადა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ კახა ბენდუქიძე ლონდონის ერთ ერთ სასტუმროში გარდაიცვალა. მისი სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის უკმარისობა გახდა.
კახა ბენდუქიძე დიდ ბრიტანეთში ორი კვირის წინ შვეცარიიდან ჩავიდა. შვეიცარიაში ”თავისუფალი უნივერსიტეტის” დამფუძნებელი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად იმყოფებოდა, სადაც გულზე სტენტირების ოპერაცია გაიკეთა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
წყარო http://news.ge/
მასალის გამოყენების პირობები






