„კავკასუს ონლაინს“ მომხმარებელის უფლებების დარღვევის გამო სანქცია დაეკისრა
საზოგადოება - 20:25, 14 Nov, 2014     3471
როგორც ,,ნიუპოსტს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე კომისიის აპარატმა საკითხის შესწავლის შედეგად გამოავლინა, რომ შპს „კავკაუსუს ონლაინს“ აბონენტ უჩა ნებიერიძესთან არ ჰქონდა გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება. კომპანია არასათანადო ხარისხის მომსახურებას უწევდა აბონენტს. ასევე, შპს „კავკასუს ონლაინმა“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს მომხმარებლის საჩივართან დაკავშირებული ინფორმაცია არასრულად და არადროულად მიაწოდა.

მონიტორინგის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოიკვეთა შპს „კავკასუს ონლაინი“ მაუწყებლობის ტრაზიტის მომსახურების მიწოდებისას სამაუწყებლო არხს ზრდასრულთათვის (+18) არასათანადო კოდირებით აწვდის მომხმარებელს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქმის მასალების გამოკვლევის და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ გადაწყვიტა ნაწილობრივ დააკმაყოფილოს უჩა ნებიერიძის საჩივარი. კომისიამ მიიჩნია, რომ შპს „კავკასუს ონლაინმა“ დაარღვია „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგლამენტი, რის გამოც კომპნიას დაეკისრა სანქცია - წერილობითი გაფრთხილება.

ასევე, შპს „კავკასუს ონლაინს“ ქმედებების განხორციელება დაევალა, კერძოდ: კომპანიამ გონივრულ ვადაში უნდა შეზღუდოს არასრულწოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე პროდუქციის კოდირების გარეშე მიწოდება და აბონენტი უჩა ნებიერიძე მომსახურების შეფერხებით მიწოდების დღეებზე კომპენსაციით უზრუნველყოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42