19 დევნილ ოჯახს მარნეულში ბინები სიმბოლურ 1 ლარად დაუკანონდა
საზოგადოება - 20:05, 14 Nov, 2014     614
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ამაშუკელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ , გიგა გიორგაძემ, USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ ტომას მორისმა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს რეგიონულმა წარმომადგენელმა, პოლ მაკინტოშმა, დევნილ ოჯახებს უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცეს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ყოფილი საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით განახორციელა.

მარნეულში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, 2013 წლის 12 ნოემბერს 19 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადაეცა. თუმცა ამ დრომდე ფართები მათ საკუთრებას არ წარმოადგენდა. დევნილ ოჯახებს ბინები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად, დაუკანონდათ.

ორსართულიანი შენობის ყველა ბინაში დამონტაჟდა წყლისა და გაზის გამათბობლები. ეზოში მოეწყო სათამაშო მოედანი ბავშვებისათვის, გარე განათების ქსელი და პარკირების ადგილი. დევნილებმა ჩამოაყალიბეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა საერთო სარგებლობის ფართზე ზრუნვისა და საკუთრების ერთობლივად მოვლის მიზნით.

ღონისძიება მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ დევნილებს გადაეცემათ საკუთრების დოკუმენტები, არამედ თავად პრივატიზაციის პროცესი ხელს უწყობს განსახლების ადგილას მათი ინტეგრაციის პროცესს.

შენობაში სულ 24 ბინაა, რომელიც 19 დევნილ ოჯახზე (მრავალშვილიანი ოჯახები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაბამის ფართს იღებენ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ორი ბინის გადაცემას ითვალისწინებს) კენჭისყრის პრინციპით განაწილდა, აქედან 17 ბინა - ერთოთახიანია, ხოლო 7-ოროთახიანი.

აფხაზეთიდან დევნილი მალხაზ მეგრელიშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანია. წლების განმავლობაში მალხაზ მეგრელიშვილი ცოლთან და ორ შვილთან ერთად ავტოფარეხის ტიპის შენობაში ცხოვრობდა. დევნილთა სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს მოკვლევის ჯგუფი, მეგრელიშვილების ოჯახის რთულ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მათ განაცხადის ფორმის შევსება შესთავაზა. დღეს, მალხაზ მეგრელიშვილი, 21-წლიანი მოლოდინის შემდეგ, საკუთრების მფლობელი გახდა.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების გადაცემის ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი და USAID -ის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის ინჟინერი გიორგი კოკოჩაშვილი დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42