ქვეყანამ დაკარგა გამორჩეული რეფორმატორი და ნათელი გონების ადამიანი- ვანო მერაბიშვილი
საზოგადოება - 18:09, 14 Nov, 2014     2593
"მინდა მივუსამძიმრო კახა ბენდუქიძის ოჯახს და სრულიად საქართველოს, ვინაიდან მიმაჩნია, რომ მისი გარდაცვალებით ქვეყანამ დაკარგა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რეფორმატორი და ნათელი გონების ადამიანი. ბენდუქიძის გახსენებისას, მის მიერ გატარებული წარმატებული რეფორმების გარდა ყველას გაახსენდება ის საქმე, რომელსაც მან უდიდესი ენერგია და დრო დაახარჯა - საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საგანმანათლებლო ცენტრის შექმნა.

ერთ-ერთ მთავრობის სხდომაზე ე.წ. „სასოფლო უნივერსიტეტის“ მომავალ სტატუსს ვიხილავდით. განხილვის დროს გაირკვა, რომ კახა ბენდუქიძე ფულს დებდა უნივერსიტეტში, რომელსაც ფონდის სტატუსი ექნებოდა. ანუ, ჩადებული ფული მოხმარდებოდა მხოლოდ უნივერსიტეტს - სტუდენტებს და სამეცნიერო კვლევებს. ეს ნიშნავდა, რომ ბენდუქიძე რამდენიმე მილიონს უსასყიდლოდ, პირადი ინტერესის გარეშე გადასცემდა საზოგადო საქმეს.

მე ვკითხე, თუ რატომ აკეთებდა ამას. მან მიპასუხა, რომ ყველაზე კარგი რისი გაკეთებაც მას შეუძლია, არის მისცეს უამრავ ადამიანს მაღალი ხარისხის განათლების მიღების საშუალება. ის თვლიდა, რომ განათლება ქვეყნის და ხალხის განვითარების და კეთილდღეობის უმთავრესი საფუძველია.

სწორედ მსგავსი მიდგომა გამოარჩევდა მას შეძლებული ადამიანების უმეტესობისგან - მას შეეძლო ზუსტად განესაზღვრა თუ რა იყო საზოგადოების განვითარებისთვის პრიორიტეტი და არ დაეშურებინა მის მისაღწევად არც ენერგია და არც რესურსები.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ კახა ბენდუქიძის ოჯახს და სრულიად საქართველოს, რომლისთვისაც იგი უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგია."- წერს ვანო მერაბიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42